დონალდ ტრამპმა კონგრესის გადაწყვეტილებას, რომ ფინანსურად დახმარებოდნენ უსამსახუროდ დარჩენილ ამერიკელებს, მხარი არ დაუჭირა

აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის გადაწყვეტილებას, რომ ფინანსურად დახმარებოდნენ უსამსახუროდ დარჩენილ ამერიკელებს, მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პრეზიდენტი ამის მიზეზად გამოყოფილი თანხის სიმცირეს ასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესის გამოყოფილი თანხა 900 მილიარდი ევრო იყო, საიდანაც თითოეული უსამსახუროდ დარჩენილი ამერიკელი თვეში 600 დოლარს მიიღებდა. დონალდ ტრამპის აზრით, ეს თანხა საკმარისი არ არის და თითოეულმა ამერიკელმა კომპენსაციის სახით 2,000 აშშ დოლარი უნდა მიიღოს.

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრამპის მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მისი თქმით, ბიუჯეტიდან ამ ოდენობის თანხის გამოყოფა საშინელ შედეგებს მოიტანს.

ცნობისთვის, პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილი ამერიკელების რაოდენობა 14 მილიონს აჭარბებს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი