დონალდ ტრამპი – 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტს ვეტოს დავადებ

დონალდ ტრამპის განცხადებით, იგი შეერთებული შტატების 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტისთვის ვეტოს დადებას გეგმავს. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

“ჩვენი თავდაცვის კანონპროექტის ყველაზე დიდი გამარჯვებული ჩინეთია. მე ვეტოს დავადებ ამ კანონპროექტს,”- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგება, რადგან ბიუჯეტი არ აუქმებს კომუნიკაციების მართებულობის აქტის 230-ე ნაწილს. აქტის მიხედვით, ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა: “ტვიტერი”, “გუგლი”, “ფეისბუკი” – მათზე განთავსებული მასალის შინაარსის გამო პასუხს არ აგებენ. ამასთანავე, ტრამპი ეწინააღმდეგება კანონმდებლობის ისეთ ნაწილებს, რომლებიც ავღანეთიდან და გერმანიიდან ჯარის გაყვანის გეგმებს შეანელებს.

 ტრამპს კანონპროექტი 11 დეკემბერს გადაეგზავნა. მას დასამტკიცებლად ან ვეტოს დასადებად 10 სამუშაო დღე აქვს . 2021 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომლის თანახმადაც აშშ-ის ბიუჯეტიდან თავდაცვის სფეროსთვის 740 მილიარდი აშშ დოლარია გათვალისწინებული, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი