დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების მოთხოვნით უზენაეს სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართავს

დონალდ ტრამპი აშშ-ს უზენაესი სასამართლოსთვის არჩევნების გაუქმების მოთხოვნით მიმართვას კიდევ ერთხელ აპირებს. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

ტრამპის ადვოკატის, რუდი ჯულიანის თქმით, კამპანიის შუამდგომლობა ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემის შესახებ პენსილვანიის სასამართლოს სამი გადაწყვეტილების გაუქმებას ეხება.

კენკუტის უნივერსიტეტის საარჩევნო სამართლის პროფესორის, ჯოშუა დუგლასის განცხადებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და ვერ შეაჩერებს ჯო ბაიდენის აშშ-ის პრეზიდენტად გახდომის პროცესს.

არჩევნების შედეგების მიხედვით, არჩეულ პრეზიდენტად ჯო ბაიდენი მიიჩნევა. მან ამომრჩევთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო. ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი