დონალდ ტრამპი მზადაა ბაიდენს ხელისუფლება გადააბაროს

ავტორი: თიკო ნოდია

ამერიკის 45–ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენისთვის, ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბრძოლას არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ გააგრძელებს, თუმცა ფედერალურ სააგენტოსა და გენერალური სერვისების ადმინისტრაციას, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ხელისუფლების გადაცემის პროცესს, მოუწოდა რომ “ყველაფერი რაც საჭიროა უნდა გააკეთდეს”.

“მინდა მადლობა გადავუხადო GSA-ს ხელმძღვანელს, ემილი მერფის ურყევი თავდადებისა და ერთგულებისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ.
ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, მაგრამ მინდა მოვუწოდო ემილი მერფის გააკეთოს ყველაფერი რაც პროტოკოლითაა გათვალისწინებული. იმავეს მოვუწოდებ ჩემს გუნდსაც. ” , – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში 306 ხმით დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. არჩევნების შედეგებს უარყოფს დონალდ ტრამპი, რომელიც კენჭისყრის პროცესს გაყალბებულად მიიჩნევს. მისი თქმით, არჩევნებში ხმა გარდაცვლილებმაც მისცეს .

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი