დონალდ ტრამპი – ერთი ამერიკელიც რომ დაიღუპოს, პასუხისმგებლობას ირანს დავაკისრებ

ავტორი: კატო მალანია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში , ე.წ. „მწვანე ზონაში“ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების უკან ირანი დგას.

„ბაღდადში ჩვენს საელჩოსთან კვირას რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. გამოიცანით, საიდან არიან ისინი: ირანი. ახლა გვესმის მითქმა-მოთქმა ერაყში მყოფ ამერიკელებზე დამატებითი თავდასხმების შესახებ. ირანს მეგობრული რჩევას ვაძლევ: ერთი ამერიკელიც რომ დაიღუპოს, პასუხისმგებლობას ირანს დავაკისრებ. იფიქრეთ ამაზე,“- წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.

აშშ-ის პრეზიდენტის ბრალდებები ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა უარყო და განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მყოფი საკუთარი მოქალაქეების საფრთხეში ჩაგდებით ქვეყანაში განცდილი კატასტროფული მარცხის გადაფარვა შეუძლებელია.

„საზღვარგარეთ მყოფი საკუთარი მოქალაქეების საფრთხეში ჩაგდება ქვეყნის შიგნით განცდილი კატასტროფული წარუმატებლობებიდან ყურადღებას სხვა რამეზე ვერ გადაიტანს,“ – განაცხადა ჯავად ზარიფმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი