დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ვირტუალურ ფორუმზე შეხვდებიან

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ვირტუალურ ფორუმზე შეხვდებიან. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების ლიდერები შეხვედრაზე „კოვიდ-19“-ის პანდემიას, გლობალური ეკონომიკის მომავალსა და ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებულ უთანხმოებებს განიხილავენ.

„როიტერსის” ცნობით, 2018 წლის სამიტზე აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების თაობაზე საწინააღმდეგო შეხედულებების გამო ქვეყნების ლიდერებმა სამიტის ისტორიაში პირველად შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

2020 წლის შეხვედრაზე საერთო კომუნიკეს გარდა, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნები ბლოკის 2020 წლის ხედვაზეც შეთანხმდებიან.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი