,,აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მესამე მსოფლიოს ქვეყნების სტანდარტებსაც კი არ შეესაბამება”,- ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაავრცელა.
„ამ აბსურდს ვერ შევეგუებით. ეს ფალსიფიცირებული არჩევნები იყო. მესამე მსოფლიოს ქვეყნების სტანდარტებსაც კი არ შეესაბამება!“ – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა, რომელშიც ,,დემოკრატების” კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.