დონალდ ტრამპი – არ არსებობს გზა, რომ ბაიდენმა 80 მილიონი ხმა მიიღო – ეს იყო 100%-ით გაყალბებული არჩევნები

ავტორი: კატო მალანია

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში 3 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს კვლავ უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.

„ახლახან ვნახე ხმების დათვლის ცხრილები. არ არსებობს გზა, რომ ბაიდენმა 80 მილიონი ხმა მიიღო. ეს იყო 100%-ით გაყალბებული არჩევნები”,- წერს ტრამპი “ტვიტერზე”.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში “დემოკრატმა” ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მან კოლეგიაში 306 ხმა მოიპოვა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი