“დოიჩე ველეს” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს პარიზის მერია 90 000 ევროთი დაჯარიმდა. გამოცემა მიზეზად მაღალ თანამდებობებზე ბევრი ქალის დასაქმებას ასახელებს.
პარიზის მერიაში მაღალ თანამდებობებს 11 ქალი და 5 მამაკაცი იკავებდა. საქალაქო საბჭოში შეხვედრისას, პარიზის მერმა, ან იდალგომ ჯარიმას „აბსურდული, უსამართლო, უპასუხისმგებლო და სახიფათო“ უწოდა.
2013 წლის რეგულაციის თანახმად, ერთ სქესს არ შეუძლია შეადგინოს ხელმძღვანელ თანამდებობების 60%-ზე მეტი. კანონი მიზნად ისახავდა ქალთა უკეთეს წვდომას საჯარო სამსახურის მაღალ თანამდებობებზე.
ამჟამად, პარიზის მერიის ხელმძღვანელ თანამდებობებზე საჯარო მოსამსახურის 47 პროცენტი ქალია.