„დისნეის“ მაღაზიებში მომხმარებლებს უკვე საახალწლო განწყობით ხვდებიან

ავტორი: სალომე ბაჯაძე

„დისნეის“ მაღაზიებს მომხმარებლები  ნაძვის ხის აქსესუარების, ფუნქციური და მუსიკალური თოვლის ბაბუების, მანათობელი ხის სახლების და სხვა სახის საახალწლო პროდუქციის შესაძენად ნოემბრის დასაწყისიდან სტუმრობენ. მათი საზეიმო განწყობის შექმნაზე თითოეული ფილიალის მენეჯერები და კონსულტანტები ზრუნავენ. ჯიქიაზე მდებარე „დისნეის“ მაღაზიის ხელმძღვანელის, გიგა კერესელიძის ინფორმაციით, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, ისინი ამ გზით მოქალაქეების გახალისებას  ცდილობენ.

„საახალწლო პროდუქცია ნოემბერში იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც ახალ წელს მოუთმენლად ელოდებიან და დეკემბრის თვემდე ვეღარ იცდიან. ამით ვცდილობთ, მომხმარებლებს პანდემიით შექმნილი მძიმე მდგომარეობა ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ, გავახაროთ ბავშვები, გავახალისოთ მათი მშობლები და ა.შ. აქვე აღვნიშნავ, რომ დავნერგეთ საკურიერო მომსახურებაც, რომელიც შესაძლო „ლოქდაუნის“ გამოცხადების შემთხვევაში, მომხმარებლებს მათთვის სასურველი პროდუქციის შეძენას გაუიოლებს – „დისნეის“ მაღაზია, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი ნივთის ადგილზე მიტანაზე იზრუნებს“ – განმარტა გიგა კერესელიძემ „ნეოპრესთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ყველა სათამაშო, რომელიც მათ მაღაზიებში იყიდება  ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთაა.

„ჩვენთვის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ კავშირშია ბავშვის ჯანმრთელობასთან. ყველა სათამაშოს დათვალიერება აქვს გავლილი.  სერტიფიცირებულია, ეკოლოგიურად სუფთა. მაქსიმალურად ვცდილობთ, დავიცვათ წესები და გავყიდოთ ხარისხიანი პროდუქცია“,– აღნიშნა გიგა კერესელიძემ.

ცნობისთვის, სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „დისნეი“ საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და  მომხმარებელს მრავალფეროვანი სათამაშოების არჩევანს სთავაზობს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი