დიმიტრი პესკოვი: ვლადიმერ პუტინს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებია

ვლადიმერ პუტინს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ ისევ არ გაუკეთებია. – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. 

სოციალურ ქსელ “ტელეგრამში” გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, თუმცა რუსული მედია სწორედ პესკოვზე დაყრდნობით, ავრცელებს, რომ ინფორმაცია არასწორია.

ცნობისთვის, დეკემბრის ბოლოს პუტინმა განაცხადა, როგორც კი ეს მისთვის ხელმისაწვდომი გახდება, ის ვაქცინით აცრას აპირებს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი