ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 2 იანვრამდე ძალაში რჩება

ავტორი: თიკო ნოდია

დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილებისა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 2 იანვრამდე ძალაში რჩება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილება ისევ იზღუდება. ამასთან კვლავ აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ცქიტიშვილის ინფორმაციით, დიდ ქალაქებში სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დაშვებული, თუ ყველა დადგენილ წესს დაიცავენ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი