დიდ ქალაქებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრიდან კვლავ ძალაშია

21 ნოემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გამო, იმისთვის რომ არ შეფერხებულიყო საარჩევნო პროცესი, დიდ ქალაქებში 20:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დროებით გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ცნობისთვის, 9 ნოემბრიდან საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, დიდ ქალაქებში 22:000 საათიდან 05:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებითა, თუ ქვეითად გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვა მოქმედებას კვლავ აგრძელებს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი