დიდ ბრიტანეთში Pfizer-ის ვაქცინით პირველი ადამიანი აიცრა

ავტორი: თიკო ტეფნაძე

დიდ ბრიტანეთში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. პირველი პაციენტი 90 წლის მარგარეტ კენანია, რომელმაც კოვენტრის საუნივერსტეტო კლინიკაში გაიკეთა აცრა.

“საუკეთესო ნაადრევი საჩუქარი ჩემი დაბადებისდღისთვის” – აღნიშნა მარგარეტ კენანმა, რომელიც  მომავალ კვირას 91 წლის ხდება.

მისივე თქმით, ყველაზე მეტად ის ახარებს, რომ ვაქცინაციის შემდეგ შობის გატარებას ოჯახის წევრებთან ერთად შეძლებს.

“ჩემთის პრივილეგიაა, რომ პირველი ადამიანი ვარ, ვინც ვაქცინა გაიკეთა. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ერთწლიანი იზოლაციის შემდეგ, საბოლოოდ შევძლებ შობისა და ახალი წლის დღეების ოჯახთან ერთად გატარებას. ყველას ვურჩევ, რომ აცრა გაიკეთონ. თუ მე 90 წლის ასაკში ეს ნაბიჯი გადავდგი, თქვენც ასე უნდა მოიქცეთ” – დასძინა კენანმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, სადაც მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. პირველ რიგში აიცრებიან 80 წელს გადაცილებული ადამიანები და სამედიცინო პერსონალი, ასევე ვაქცინას მიიღებენ პაციენტები, რომლებიც რისკ ჯგუფს წარმოადგენენ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი