დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის რეკორდულად ბევრი 41 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი: თიკო ნოდია

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 41 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით COVID-19-ით საერთო ჯამში 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 71,109 გარდაიცვალა. ამ მონაცემებით ბრიტანეთი მსოფლიოში მეექცვსე ადგილს იკავებს .

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა გავრცელდა, რომლის გამოც ბევრმა ქვეყანამ გაერთიანებულ სამეფოსთან საჰაერო მიმოსვლა აკრძალა. ქვეყანაში ის სამხრეთ აფრიკიდან შეიტანეს.

ითვლება, რომ ვირუსის ახალი სახეობა დღემდე ცნობილ შტამზე 70%-ით უფრო გადამდებია. კორონავირუსმა, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ აღმოაჩინეს, ამ ხნის განმავლობაში 25 მუტაცია განიცადა. გამორიცხული არ არის, რომ ვაქცინაციის დაწყების შემდეგ მან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მუტაცია განიცადოს, რათა ვაქცინის მიმართ მდგრადი აღმოჩნდეს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი