დიდ ბრიტანეთში “კოვიდპასპორტის” შემოღების საკითხს განიხილავენ

ავტორი: ლევან არჩუაძე

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება “კოვიდპასპორტების შემოღებას განიხილავს. The Sunday Times-ის ინორმაციით, დოკუმენტი იმ ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც კოვიდ19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ.

წყაროს ინფორმაციით, რეფორმა კოვიდპასპორტის მფლობელებს ხელს შეუწყობს უფრო თავისუფლად გადაადგილდნენ ქვეყანაში, ვიდრე ისინი, ვინც უარს იტყვიან ვაქცინის მიღებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურ განცხადებას პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი, სავარაუდოდ, ორშაბათს გააჟღერებს და ამავდროულად კანონმდებლებს  2 დეკემბრიდან კარანტინის გაუქმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი