„დიდი საპროტესტო მსვლელობა ვაშინგტონში 6 იანვარს გაიმართება’’ – დონალდ ტრამპი

ავტორი: ლელა მურადაშვილი

„დიდი საპროტესტო მსვლელობა ვაშინგტონში 6 იანვარს, დილის 11 საათზე დაიწყება. ადგილის შესახებ სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. შევაჩეროთ მოპარვა.“ – ამის შესახებ აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა.

ცნობისთვის, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ არჩევნები გაყალბდა და 6 იანვარს აპირებს მტკიცებულებები წარმოადგინოს. ჯო ბაიდენის, ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი