დიდი ბრიტანეთის დედოფალმა მისმა მეუღლემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს

ავტორი: ნანა წულაია

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ და მისმა მეუღლემ, ედინბურგის პრინცმა, ფილიპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.

ხანდაზმული ასაკის გამო, 94 წლის დედოფალი და 99 წლის პრინცი ფილიპი დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ვაქცინაციის ფარგლებში პრიორიტეტულ ჯგუფს განეკუთვებიან.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დიდ ბრიტანეთში დეკემბერში დაიწყო.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი