დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, გალში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, გალის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გალის სამსახურის ხელმძღვანელის, ემირ ეზუხბაიას თქმით, ცეცხლი ტყის მასივს გაუჩნდა, შემდეგ კი სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

„ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. მის მასშტაბებსა და ფართობზე ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით უცნობია, რა ტერიტორია დაიწვა. დღეს შეიქმნება კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს და ხვალ ან ზეგ ცნობილი გახდება”, – აღნიშნა ეზუხბაიამ.

დროულად მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია და ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი