“დეპუტატის ხელფასით გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარები” – დავით ბაქრაძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“დეკემბრის თვეში, როგორც მოქმედ დეპუტატს, დამერიცხა ხელფასი და ჩემი სურვილი და განზრახვა იყო, რომ ამ დარიცხული ხელფასით ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობისათვის მოგვეტანა პატარა სიხარული საახალწლოდ” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ განაცხადა.

მისივე თქმით,  სანამ “ქართული ოცნება” დეპუტატის უფლებამოსილებას და ხელფასს არ  შეუწყვეტს, მანამდე “ასეთ დახმარებებს თბილისის სხვადასხვა რაიონში დაარიგებენ”.

“როგორც ცნობილია, ქართული ოცნება ჯერ არ აპირებს დააკმაყოფილოს ჩვენი განცხადებები პარლამენტიდან გამოსვლის შესახებ, ამიტომ დეკემბრის თვეში, როგორც მოქმედ დეპუტატს, დამერიცხა ხელფასი და ჩემი სურვილი და განზრახვა იყო, ისევე როგორც მთელი ოპოზიციის და ჩვენი კოლეგების, რომ ამ დარიცხული ხელფასით ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობისათვის მოგვეტანა პატარა სიხარული საახალწლოდ.

დღეს, ადამიანებს ძალიან უჭირთ, ძალიან ბევრი ადამიანია მძიმე მდგომარეობაში, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქისათვის ახალი წელი იმედის და სიხარულის დღესასწაულის ნაცვლად არის კიდევ ერთი შეხსენება იმის, თუ რამდენად უჭირთ და რამდენად უიმედოდ არიან. ჩვენი სურვილი იყო, რომ სწორედ ამ ხელფასით ასეთი ადამიანები შეძლების ფარგლებში გაგვემხნევებინა, მიგვეტანა მათთვის საჩუქრები, გვეგრძნობებინა მათთვის საახალწლო სითბო და მზრუნველობა, რომ ჩვენი საზოგადოება ზრუნავს გაჭირვებულ ხალხზე, განსაკუთრებით მარტოხელებზე და ასაკოვან ადამიანებე.

ამრიგად, დღეს ისნის და სამგორის რაიონებში დავარიგეთ დახმარება, რომელიც შეძენილია საპარლამენტო ხელფასით და სანამ არ შეწყდება უფლებამოსილება, სანამ „ქართული ოცნება“ არ შეგვიწყვეტს უფლებამოსილებას და შესაბამისად, არ შეწყდება პარლამენტის წევრის ხელფასიც, ყოველთვიურად ასეთ დახმარებებს დავარიგებთ თბილისის სხვადასხვა რაიონში“ – განაცხადა ბაქრაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი