“დემონსტრაციების წინააღმდეგნი არ ვართ, იქამდე სანამ მშვიდობიანი გზით წარიმართება” – კარლ ჰარცელი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“თქვენ ხედავთ დემონსტრაციების გამართვის შესაძლებლობას, რათა ყველამ გამოთქვას საკუთარი აზრი და ცხადია, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს იქამდე, სანამ ეს დემონსტრაციები მშვიდობიანი გზით წარიმართება” – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესების რევოლუციური გზით წარმართვა კრიზისის განმუხტვას არ დაეხმარება და არავინ, არც ევროკავშირში ამას მხარს არ დაუჭერს. ამასთან, ჰარცელის აზრით,  მიმდინარე მოლაპარაკებებისას ყველაზე დამაზიანებელი ფაქტორი ნდობის ნაკლებობაა.

„ვფიქრობ, რომ რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება პროცესს და ცალსახად ეს არ არის ის, რასაც ვინმე, ევროკავშირის ჩათვლით, მხარს დაუჭერს, მაგრამ, რაც შეეხება ქუჩის პროტესტს, თქვენ ხედავთ დემონსტრაციების გამართვის შესაძლებლობას, რათა ყველამ გამოთქვას საკუთარი აზრი და ცხადია, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს იქამდე, სანამ ეს დემონსტრაციები მშვიდობიანი გზით წარიმართება. ვიმედოვნებ, რომ ქუჩის პროტესტი არ ჩაანაცვლებს მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს, რაც ვფიქრობ, რომ საბოლოოო ჯამში, აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ რეალურად გამოვიდეთ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან და მივიდეთ უკეთეს ნიშნულამდე“- განაცხადა ელჩმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი