“დარწმუნებული ვარ, ისტორია და ქართველი ხალხი სათანადოდ დააფასებს ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს”-ზალკალიანი

“დარწმუნებული ვარ, ისტორია და ქართველი ხალხი სათანადოდ დააფასებს ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს”-საგარეო უწყების ხელმძღვანელის დავით ზალკალიანის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ივანიშვილი ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ქველმოქმედია და პოლიტიკაში მოსვლამდე და მის მერეც აგრძელებდა ქვეყნისა და საზოგადოების უანგარო დახმარებას.

„ბიძინა ივანიშვილი თავისი განვლილი ცხოვრების ყველა ეტაპზე საკუთარი საქმით ადასტურებდა, რომ იგი ჩვენი დროისა და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქველმოქმედია. იგი, როგორც პოლიტიკაში მოსვლამდე, ასევე მას მერეც აგრძელებდა საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების უანგარო დახმარებას. ქველმოქმედების ის მასშტაბები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება, მართლაც უპრეცედენტოა, ისევე როგორც მსოფლიო ქველმოქმედების ისტორიაში, ძნელად მოიძებნება მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების მაგალითი – როდესაც პიროვნება საკუთარი ქონების დაახლოებით 95 %-ს საქველმოქმედო ფონდს, ანუ საკუთარ ხალხს და ქვეყანას უტოვებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯი მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც და კიდევ ერთხელ მოწმობს იმ პოლიტიკურ სიმწიფეს, რასაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მოკლე დროში მიაღწია.

„ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯი მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც და კიდევ ერთხელ მოწმობს იმ პოლიტიკურ სიმწიფეს, რასაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ამ მოკლე დროში, მიაღწია და ასევე მიუთითებს იმ უმნიშვნელოვანეს როლზე, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ამ პროცესში, ადამიანს, რომელმაც ძალადობრივი რეჟიმისგან გაათავისუფლა ქვეყანა და პოლიტიკაში გადადგმული ნაბიჯებით და მიღებული გადაწყვეტილებებით საქართველო შეუქცევადი ევროპული ფასეულობების შესაბამისი დემოკრატიული განვითარების გზაზე დააყენა. დარწმუნებული ვარ, ისტორია და ქართველი ხალხი სათანადოდ დააფასებს მის ღვაწლს”, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი