„დარწმუნებული ვართ, რომ პომპეოს ვიზიტის შემდეგ ამერიკული ბიზნესი კიდევ უფრო გაბედულად შემოვა “ – ნათია თურნავა

ავტორი: ნანა წულაია

„მიუხედავად პანდემიისა, პირველი ორი კვარტალის მონაცემებით,  ამერიკული ინვესტიცია 50 მილიონ დოლარამდეა ჩადებული” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ამერიკული ინვესტიციის საქართველოში ჩადებას ხელს შეუწყობს.

„დღესაც ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი უმსხვილესი ინვესტორების ტოპსამეულში შედის. მიუხედავად პანდემიისა, პირველი ორი კვარტალის მონაცემებით, 50 მილიონ დოლარამდე არის ჩადებული ამერიკული ინვესტიცია. მხოლოდ წელს, მიუხედავად პანდემიისა, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობენ ამერიკელი ინვესტორები, ამერიკის საფინანსო კორპორაცია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული პოტენციალი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ პომპეოს ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაბედულად შემოვა ჩვენთან ამერიკული ბიზნესი, არამხოლოდ როგორც საქართველოში, არამედ როგორც რეგიონალურ საინვესტიციო ჰაბში, რადგან საქართველოდან შესაძლებელია ამერიკულმა კომპანიებმა ინვესტიციები და ბიზნესი განახორციელონ მთლიანად რეგიონში“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი