“დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ხდება, რომ ერთი პარტია მონაწილეობს მათი გადმოსახედიდან არჩევნებში” – ხატია დეკანოიძე 

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

“ჩვენ დაველოდებით მათ შემხვედრ წინადადებებს როგორი იქნება, რა გარანტიებზე იქნება საუბარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი მიიღებს არალეგიტიმურ, ერთპარტიულ პარლამენტს” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არ გახდება ბიძინა ივანიშვილის დემოკრატიის ფასადი.

“პირველად ხდება დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ ერთი პარტია მონაწილეობს მათი გადმოსახედიდან არჩევნებში. ოპოზიცია და ვერცერთი კანდიდატი ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის დემოკრატიის ფასადი, იმ ფასადური დემოკრატიისთვის, რომელიც მას სჭირდება. კომპრომისისთვის სივრცე ოპოზიციას ძალიან ცოტა აქვს, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს ის კომპრომისი, რასაც ჰქვია ურთიერთობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მმართველ პარტიასთან. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით მათ შემხვედრ წინადადებებს როგორი იქნება, რა გარანტიებზე იქნება საუბარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი მიიღებს არალეგიტიმურ, ერთპარტიულ პარლამენტს, რომელიც, რა თქმა უნდა, არის დამაზიანებელი ქვეყნის ინტერესებისთვის”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ “რუსთავი 2″–თან საუბრისას. 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი