დაკავებულია პირი, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ავტორი: ლევან არჩუაძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა  შეუფარდა პირს, რომელიც თავის ორ არასრულწლოვან  შვილს თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთით ვაჭრობას აიძულებდა.

გამოძიების დადგენილების მიხედვით, დამნაშავე ვ.ე.-მ სარგებლის მიღების მიზნით, შეიმუშავა ტრეფიკინგის გეგმა – იგი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით აიძულებდა შვილებს, დღის სხვადასხვა მონაკვეთში ხალხისთვის ეთხოვათ და შეეგროვებინათ მინიმუმ 20 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე ფიზიკურად იძალადებდა.

გამოძიება ამ მომენტშიც მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვ.ე.-ს 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი