„დავუტოვოთ საწოლი მათ, ვისაც მკურნალობა სჭირდება” – ლევან რატიანი

ავტორი: ნანა წულაია

„სლოგანი უნდა შემოვიღოთ – დავუტოვოთ საწოლი მათ, ვისაც მკურნალობა სჭირდება” – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

რატიანმა აღნიშნა, რომ ყველა ინფიცირებულს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება. მისი თქმით, მას ვისაც მინიმალური სიმპტომები აღენიშნება, სახლში მკურნალობის პროტოკოლი შეიმუშავა.

„როცა ვაკეთებდი განცხადებას, სულ ვიძახდი – როდესაც ინფექცია ვრცელდება, გაიზრდება დაავადებულთა რაოდენობა, მაგრამ ინფექციების გავრცელება კოვიდთან მიმართებაში საბედნიეროდ არ ნიშნავს იმას, რომ ყველანი ვართ დაავადებული. რომ ვართ ინფიცირებული, არ ნიშნავს იმას, რომ თითოეულ მათგანს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. ამიტომ, ერთი სლოგანი უნდა შემოვიღოთ – დავუტოვოთ საწოლი მათ, ვისაც მკურნალობა სჭირდება. დანარჩენი ინფიცირებულებისთვის, ვისაც თუნდაც მცირე სიმპტომი აქვთ გამოხატული, ასეთი ადამიანებისთვის ჩვენმა სახელმწიფომ და ჯანდაცვის სისტემამ შექმნა შინ მკურნალობის პროტოკოლი, რის საფუძველზეც ყველა მათგანი მიიღებს იმ სამკურნალო საშუალებებით მოვლა-მზრუნველობას, რაც მოწოდებულია არამარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში“,- განაცხადა ლევან რატიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი