დავით ზალკალიანი – ნატოს-სთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ მომწიფდეს, საჭიროა დედაქალაქებში მუშაობა

ავტორი: ნანა წულაია

პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ მომწიფდეს, საჭიროა დედაქალაქებში მუშაობა და ერთ-ერთი მთავარი დედაქალაქი არის ვაშინგტონი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე საუბრისას განაცხადა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მყისიერი კომუნიკაცია ექნება.

„გარკვეულ იმედს მისახავს, რომ 2030-ის სტრატეგიაში დეფინიცია, დაიწყოს საქართველოსთან და უკრაინასთან ღია კარის პოლიტიკაში გაწევრიანების მოლაპარაკებები უფრო მაღალ დონეზეა. ეს არის კარგი საფუძველი იმისა, რომ დედაქალაქებში ამ მიმართულებით ინტენსიური გავხადოთ მუშაობა. გავშლით ამ მიმართულებას, როგორც ორმხრივი, სტრატეგიული ფორმატების ფარგლებში, ისე ნებისმიერი ინდივიდუალური შეხვედრების, თუ ვიზიტების დროს. ისევე როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტი, ეს ახალი ელემენტია, ახალი განზომილებაა, სადაც ამ პრაქტიკული ინსტრუმენტების რეალობაში განხორციელებაზე ვსაუბრობთ და თუნდაც აპრილის მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ არის საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში გახშირებულ წვრთნებზე, ამაზე იქნება აქცენტები“, – განაცხადა ზალკალიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი