დავით ზალკალიანი – მივესალმებით ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშს, რომელიც მნიშვნელოვან მხარდამჭერ გზავნილებსა და ხედვას შეიცავს

ავტორი: ნანა წულაია

მივესალმებით ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშს – NATO 2030: United for a New Era, რომელიც მნიშვნელოვან მხარდამჭერ გზავნილებსა და ხედვას შეიცავს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზაკლაინის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ნატო სურვილია გააფართოვოს იმ პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებმაც გამოთქვეს ალიანსში გაწევრიანების სურვილი.

„აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის შემუშავებაში გარკვეულწილად ქართული მხარეც იყო ჩართული. მადლიერი ვართ ექსპერტთა ჯგუფისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, რომელმაც გაითვალისწინა საქართველოს ხედვები და დოკუმენტის ფარგლებში კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ალიანსში მისწრაფებას.

საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი და მომავალი წევრი ქვეყნის, აქტიური მონაწილეობა ალიანსის მომავლის განმსაზღვრელი ამ დოკუმენტის შემუშავებაში მიუთითებს ნატო-სა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს ღია კარის პოლიტიკის შესახებ და სწორედ ამ კონტექსტში მოხსენიებულია სამი ასპირანტი ქვეყანა – საქართველო, უკრაინა და ჩრდილოეთ მაკედონია.

ექსპერტთა ჯგუფი დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში მკაფიო რეკომენდაციას აძლევს ალიანსს, რომ იგი დარჩეს ერთგული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებისა და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ გადაწყვეტილების განსახოციელებლად, და დღის წესრიგის უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს ასპირანტების გაწევრიანების საკითხი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენს ალიანსის ძირითად დამფუძნებელ პრინციპს, უნდა გააქტიურდეს და რომ კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც ისწრაფვის ნატო-ს სტრუქტურებისკენ და რომელსაც შესწევს ძალა, აიღოს წევრობასთან დაკავშირებული პასუხიმგებლობები და ვალდებულებები და წვლილი შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ნატო-მ უნდა გააფართოვოს იმ პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებმაც გამოთქვეს ალიანსში გაწევრიანების სურვილი, დაეხმაროს მათ, ამ ქვეყნების პოლიტიკურ, სამხედრო, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან თანამშროლობის გზით, განავითარონ შესაბამისი მექანიზმები და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანების საჭირო კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, ამავე განცხადების თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები შეფასებულია, როგორც აგრესია, და ხაზგასმულია, რომ რუსეთის პოლიტიკა წარმოადგენს მთავარ საფრთხეს, როგორც ამ ქვეყნებისთვის, ისე შავი ზღვის რეგიონისთვის და ალიანსისთვის.

„ექსპერტების რეკომენდაციით, ნატომ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან – დემოკრატიებთან რომელთაც სურთ ნატოში გაწევრიანება, მაგრამ იმყოფებიან რუსეთის მუდმივი საგარეო და შიდა ზეწოლის ქვეშ.

აღნიშნული დოკუმენტი, ისევე როგოც ალიანსთან ურთიერთობის დატვირთული დღის წესრიგი მიუთითებს იმ პროგრესზე რასაც ჩვენი ქვეყნა ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს ალიანსში გაწევრიანების გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი