დავით ბაქრაძე – ჩვენი სურვილია პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს

დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიციის სურვილი შეთანხმების მიღწევა და სიტუაციის განმუხტვაა. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ კრიზისი გაყალბებულმა არჩევნებმა გამოიწვია.

„მოლაპარაკებები არსებობს იმიტომ, რომ განსხვავებული პოზიციები დაახლოვდეს, ჩვენი სურვილია, ეს პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს. კრიზისი, რომლის განმუხტვისთვისაც დღეს ვმუშაობთ, გაყალბებული არჩვენების შედეგად არის შექმნილი“,-განაცხადა ბაქრაძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი