“დადგენილნი არიან სამხრეთ ოსეთის გენოციდში მონაწილე პირები” – რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი

ავტორი: ლევან არჩუაძე

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მათ დაადგინეს იმ ადამიანთა ვინაობა, რომლებიც სამაჩაბლოში, რუსი სამშვიდობოების გენოციდში მონაწილეობდნენ.   ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრ ფიოდოროვმა “რია ნოვოსტისთან” განაცხადა და დამატა, რომ ადრე თუ გვიან, დამნაშავეებს აუცილებლად დააპატიმრებენ.

„სამხრეთ ოსეთში მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ დანაშაულის ადგილზე მოცემულ ფაქტებზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და შეკრებილია მტკიცებულებები ქართული მხრიდან კაცობრიობის მიმართ მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ. მათი კანონის წინაშე წარდგენა მხოლოდ დროის ამბავია” – განაცხადა ფიოდოროვმა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაზარალებულად სცნო სამაჩაბლოს 5000–ზე მეტი მცხოვრები და რუსი სამხედრო მოამსახურეები “ოსებისა და რუსი სამხედროების მასობრივი მკვლელობის” საქმეზე.

 

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი