გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში ურთიერთშელაპარაკებისას სამი პირი დაჭრეს

ავტორი: ნანა წულაია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სამი მამაკაცი დაჭრეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსში“ გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაჭრილებს დაზიანებები გულმკერედისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. ამჟამად, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. არსებული ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებულის ვინაობა ჯერ არ არის დადგენილი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი