გურიის სახელმწიფო რწმუნებული – ბუკნარში დაპირისპირება სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, სოფელ ბუკნარში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. ზურაბ ნასარაიამ აღნიშნა, რომ კონფლიქტი უნდა დასრულდეს და სოფლის მოსახლეობამ მშვიდობიანი თანაცხოვრება გააგრძელოს.

„დაპირისპირება გვაჩვენებს, რომ ყოველთვის ვიღაცა პროვოკატორი გამოჩნდება, რომელსაც უნდა, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მსგავსი უთანხმოება, თუმცა ჩვენ ყველა, მოსახლეობა და ხელისუფლება იმიტომ ვართ შეკრებილი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს გაუგებრობა, რომელიც ძირითადად, წამოწყებულია სოციალური ქსელით. ახალგაზრდების გაუფრთხილებელმა სხვადასხვა მიმოწერამ საზოგადოებაში განხეთქილება შექმნა. ამიტომ დღეს ეს თემა უნდა დასრულდეს საბოლოოდ და მოსახლეობამ განაგრძოს ცხოვრება მშვიდ გარემოში“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი