გუბაზ სანიკიძე – „ორი-სამი დღე მაცალეთ, ამ მომენტში მაყურებელი ვარ”

ავტორი: ნანა წულაია

პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრი, გუბაზ სანიკიძე მოსაფიქრებლად რამდენიმე დღეს ითხოვს. ამის შესახებ სანიკიძემ საკითხის კომენტირებისას “პირველ არხს“ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ის მაყურებელია.

„ვერ გაგცემ კითხვებზე პასუხს ჩემო კარგო. მიტომ ჩემო ძვირფასო ადამიანო, მიტომ ვერ გაგცემ პასუხს, აი, ორი-სამი დღე მაცალეთ, მერე გაგცემთ პასუხს. არ არის ჩემი მოსაზრება საინტერესო ამ შემთხვევაში, მერწმუნეთ. ამ მომენტში ვარ მაყურებელი, მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე ჩვენი ბედკრული სამშობლოსი. მაყურებლები ვართ ყველანი, ჩემო კარგო ადამიანო. აუ, გეხვეწები რა, ჩემო ძვირფასო ადამიანო. მორჩა და გათავდა. ჩემი უფლებაა, რა როდის მოგცემთ ინტერვიუს“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი