გოჩა ენუქიძემ ლენტეხის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა

რაჭა-ლეჩხუმ სავნეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა, – ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.

დეპუტატის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, მან სოციალური ქსელის საშუალებით, პატარა გოგონას, ქრისტინე აფაქიძის შესახებ შეიტყო, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და სურდა ნაძვის ხე, საკუთარ ოჯახში საახალწლო განწყობის შესაქმნელად. გოჩა ენუქიძე სოფელ ლესემაში, ქრისტინას და მის ოჯახს პირადად ესტუმრა – ნაძვის ხე, საახალწლო დეკორაციები და ტკბილეულობა მიუტანა და დამდეგი 2021 წელი საუკეთესო სურვილებით მივულოცა.

„ბავშვებს ყველაზე გულწრფელად და ყველაზე მეტად უხარიათ ახალი წელი, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ბავშვები ახალ წელს, ახალი ნაძვის ხით, ამაღლებული განწყობით და კვლავ კეთილი სურვილებით შეხვდებიან“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი