გორგასალის მოედნიდან 300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ავტორი: ნანა წულაია

თბილისის მერია კრწანისის რაიონში, გორგასლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან გულიას ქუჩის მიმართულებით, 300 არაგველის ხიდამდე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება და ასფალტის საფარი დაიგება.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთში, 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი