„გირჩის“ ნაწილს და პარტია „მოქალაქეებს“ მოვუწოდებ ილაპარაკონ იმაზე, გამოვლენ თუ არა პარლამენტიდან” – კაკო ბობოხიძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“მე „გირჩის“ ნაწილს და პარტია „მოქალაქეებს“ მოვუწოდებ, რომ პარლამენტში შესვლაზე კი ნუ ილაპარაკებენ, ილაპარაკონ იმაზე, გამოვლენ თუ არა პარლამენტიდან” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, კაკო ბობოხიძემ განაცხადა.

მისიევე თქმით,  დაფინანსების წესის შეცვლა პარტიებისთვის რთული იქნება, თუმცა ეს ნაბიჯი სამომავლოდ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ შეიძლება იქნას გამოყენებული.

“პარტიებს ცხოვრება გვირთულდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც ეფექტურად იქნება გამოყენებული მომავალში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. თუ რომელიმე პარტია მაინც გადაწყვეტს და არიან პიროვნებები, ვინც რჩებიან პარლამენტში და რაც არ უნდა იძახონ ახლა, რომ პარლამენტში არ შედიან, პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი არ დგას, პარლამენტიდან გამოსვლის საკითხი დგას. ამიტომ, მე „გირჩის“ ნაწილს და პარტია „მოქალაქეებს“ მოვუწოდებ, რომ პარლამენტში შესვლაზე კი ნუ ილაპარაკებენ, ილაპარაკონ იმაზე, გამოვლენ თუ არა პარლამენტიდან, რადგან პარლამენტში არიან ყველანი, მათ შორის ის ადამიანებიც, ვინც უარს აცხადებს მანდატზე, მანამ სანამ მანდატებს  „ქართული ოცნება“ არ მოხსნის” – განაცხადა ბობოხიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი