ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნისთვის მსჯავრის შეფარდებაზე სასამართლო დღეს, 14:00 საათზე გამართულ სხდომაზე იმსჯელებს.
13 ნოემბერს მოსამართლე მაია ოშხარელმა ექვსივე მათგანი დამნაშავედ სცნო პროკურატურის მიერ წაყენებულ ყველა ბრალდებაში. 5 მათგანს სრულწლოვანობის ასაკი უკვე შეუსრულდა, თუმცა განაჩენი არასრულწლოვნების კოდექსით დადგება.
პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ პირებს – ლაშა შერმადინს, ნიკოლოზ ცუცქირიძესა და გიორგი მერაბიშვილს ჯგუფურ ძალადობას, ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, აკაკი ქვრივიშვილს, ნიკოლოზ ქანაშვილს და ზ.ხ.-ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ზ.ხ.-ს და აკაკი ქვრივიშვილს ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა, რაც დაზარალებულ გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდა.
სასმართლო პროცესები გრძელდება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ნაწილზე. ფეხბურთელის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას სახელმწიფო ბრალდება 6 პირს, მათგან უკვე სხვა ნაწილში მჯსავრდებულ ორ პირს, ზ.ხ–სა და აკაკი ქვრივიშვილს, ასევე ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს ედავება.