გიორგი ვაშაძე – უმჯობესია, „ქართულ ოცნებაში“ გამოსავალზე იფიქრონ და არა იმაზე, რომ ვიღაცას რამის გაკეთება აიძულონ

ავტორი: ნანა წულაია

პლებისციტი არის ერთ-ერთი კომპრომისული ალტერნატივა, რომელიც ოპოზიციამ შესთავაზა „ქართულ ოცნებას“, რიგგარეშე არჩევნებს თუ არ თანხმდებიან, მაშინ ხალხს ვკითხოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე ხელისუფლების ვენეციის კომისიისთვის მიმართვას მიესალმება. მისი თქმით, დასავლური ინსტიტუტები ოპოზიციის მიმართ კანონებთან მიმართებაში სადამსჯელო არ იქნება.

„კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ კრიზისს უფრო აღრმავებს. მათ ეგონათ, რომ ამ შანტაჟით ვინმე დაეთანხმებოდათ და პარლამენტში შევიდოდა. რეალურად, რა მოხდა – ოპოზიციამ მკაფიო მოსაზრება დააფიქსირა. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებსა და სტანდარტებს; ზუსტად ვიცი, მკაცრ შეფასებებს მიიღებს „ქართული ოცნება“. მათ მოუწიათ უკან დახევა და ამ პროცესის შეჩერება, რასაც მივესალმები და მოვუწოდებ, სჯობს, გამოსავალზე იფიქროთ, მეგობრებო და არა იმაზე, რომ ვიღაცას აიძულოთ რამის გაკეთება. ხომ ხედავთ, რომ ეს იძულება ვერ ხდება.

ვენეციის კომისიისთვის მიმართვა ნიშნავს გამოსავლის ძიებას „ქართული ოცნებისთვის“, მის მიერვე შექმნილი ჩიხზე უფრო ჩიხური სიტუაცია როგორ განმუხტოს. მათმა სვლამ ოპოზიციის პოზიციაზე ზეგავლენა ვერ მოახდინა და ჩაფლავდა. მივესალმები ამ გამოსავლის ძიებას. არასდროს არ იქნება ჩვენი დასავლური ინსტიტუციების მხრიდან პოზიციური შეფასება ასეთ სადამსჯელო კანონებთან მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი