გიორგი გახარია: ქვეყნის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი 2021 წელს უაღრესად აქტიური გახდება

ავტორი: ნანა წულაია

„ძირითადი ამოსავალი იქნება სწორი ბალანსი, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებას შორის” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან.

გიორგი გახარიას თქმით, საზღვრის საკითხი აქტიური 2021 და 2022 წელი იქნება.

„რა თქმა უნდა, გონივრულია, რომ ეს ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი არის და დარჩება ამ ოთხი წლის განმავლობაშიც. ძირითადი ამოსავალი აქ იქნება სწორი ბალანსი პირველ რიგში, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებას შორის. ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ გპირდებით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ფარგლებში არსებული კომისია, რომელიც ფარავს ამ საკითხებს, უაღრესად აქტიური გახდება შემდეგი წლების განმავლობაში. ეს ყველაფერი საკმაოდ აქტიურად არის დაწყებული. 2021 და 2022 წელი იქნება ყველაზე აქტიური ამ მიმართულებით“, – განაცხადა გახარიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი