გიგლა ბარამიძემ პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ facebook-ზე მან თავად გამოაქვეყნა.
“ძვირფასო მეგობრებო, დიდი სიყვარულით გილოცავთ ძველით ახალ წელს. ამავედროს , მსურს გაცნობოთ, რომ ჩემი მოღვაწეობის ერთი ეტაპი დასრულდა . მე დავტოვე პარტია ” ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა ” და გენერალური მდივნის თანამდებობა . მადლობა ჩემს კოლეგებს . ყველას გულით ვუსურვებ წარმატებებს. წინ საინტერესო დრო გველის…..”,- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.