გიგი უგულავა – ცესკო-ს სრული რეფორმის გარეშე, გინდა რიგგარეშე არჩევნები იყოს, გინდა პლებისციტი და გინდა მარსზე გაფრენა, არ განიხილება

ავტორი: ნანა წულაია

„პლებისციტი იქნება, თუ რიგგარეშე არჩევნები, ჩატარდა სამართლიანად“  –  ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

გიგი უგულავას თქმით, ცესკო-ს სრული რეფორმის გარეშე, გინდა რიგგარეშე არჩევნები იყოს, გინდა პლებისციტი და გინდა მარსზე გაფრენა, არ განიხილება.

„პოლიტპატიმრების გარეშე პაკეტი ასევე არ განიხილება. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ის არის ჩვენი უპირობო მოთხოვნა. პლებისციტი მხოლოდ შეიძლება იყოს რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზა, თუმცა იგივე ცესკო-თი არც რიგგარეშეს მივიღებთ და არც მარსზე გაფრენას. ცესკო-ს საკითხი ნებისმიერ პაკეტში დევს როგორც აუცილებელი მინიმალური ატრიბუტი, რათა საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ პლებისციტი იქნება, თუ რიგგარეშე არჩევნები, ჩატარდა სამართლიანად“, – განაცხადა უგულავამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი