გიგა ბოკერია – გუბაზ სანიკიძე არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას

გიგა ბოკერია გუბაზ სანიკიძის კომენტარს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პროპაგანდა, თითქოს ბრძოლა სააკშვილ–იავნიშვილს შორის მიდიოდეს, არასწორია. “ევროპული საქართველოს” ლიდერის განცხადებით, გუბაზ სანიკიძე არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას.

“ევროპული საქართველოს“ ხედვა არის ცვლილებებზე. ეს არის ცვლილება არამარტო ივანიშვილის, რაც აუცილებელი პირობაა, ამავე დროს არ დაშვება ისეთი ადამიანის პრემიერობის, გუბაზ სანიკიძეს რომ მიიღებს სპიკერად. ეს პროპაგანდა, რომ ივანიშვილის ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილი და თუ ივანიშვილი არ იქნება, სააკაშვილი იქნება, აწყობს ივანიშვილსაც და აბსოლუტურად ბრიყვულად აწყობს სააკაშვილის გარემოცვასაც. პროპაგანდა – თუ ჩვენ არ ვიქნებით ძალაუფლებაში ისე, როგორც 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ჩემი ჩათვლით, რომ ყველა შტოს ვაკონტროლებდით, რამაც სერიოზული პრობლემები მოგვიტანა, არის სიცრუე. ამის შემდეგ ქვეყანა წინ წავიდა საზოგადოებრივად და აღარავის უნდა ეს. „ევროპული საქართველო“ იქნება ერთ-ერთი გარანტი ამის არდაშვების. ქართველ ხალხს სურს არა დღევანდელი ჭაობის შენარჩუნება, რაც ივანიშვილს უნდა, არა წარსულში დაბრუნება, რაც სააკაშვილს უნდა ოღონდ გუბაზით, რომელიც მას ღალატში და ეთნიკური შუღლის გაღვივებით სომხობაში ადანაშაულებდა. სამარცხვინოა დღეს ასეთი კაცის სახედ მიღება. ქართველ ხალხს არ უნდა ეს, არამედ უნდა წინ ყურება სწორი გეზით და სწორი კომპასით და იმ გეგმით, რაც აქვს „ევროპულ საქართველოს”, – განაცხადა ბოკერიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი