გია ვოლსკი – ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე გადის წითელი ხაზი, არა იმიტომ, რომ ეს „ქართული ოცნების“ შეხედულებაა, ეს არის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიციაც

ავტორი: ნანა წულაია

„მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს მხარეებმა მკაფიოდ დესტრუქციული და ნეგატიური განცხადებები არ უნდა გააკეთონ” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, არის მეორე მხარე, რომელიც კვლავ იმ გზას მიჰყვება, რასაც საქართველოს დესტაბილიზაცია ჰქვია, მაგრამ თუკი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უმჯობესია მნიშვნელოვან თემებზე შეთანხმება მიღწეული იყოს, თუნდაც შუამავლების მეშვეობით.

„აქედან გამომდინარე, წინასწარ საუბარი, რომ მოლაპარაკებები ჩაშლილია იმის გამო, რომ ოპოზიციის მოსაზრებით მთავარი საკითხი დღის წესრიგში არ დგას, არა თუ უსაფუძვლოა, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია. მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს მხარეებმა მკაფიოდ დესტრუქციული და ნეგატიური განცხადებები არ უნდა გააკეთონ. ამ წესს, ყოველ შემთხვევაში ამ წუთამდე, მხარეები იცავენ. სწორედ ეს არის მოლაპარაკებების მთავარი არსი. მცდელობა, რომ მივიდეთ საერთო პოზიციამდე, რომელიც ქვეყანას გამოადგება და არ დააზიანებს. ისედაც ამ პატარა ქვეყანას უამრავი გამოწვევები აქვს, როგორც გარედან ასევე შიგნით. წინასწარ ამაზე საუბარი, მითუმეტეს ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, უადგილო, არასწორი და არაკორექტულია, თუნდაც შუამავლების მიმართ. რაც შეეხება იმას, მოლაპარაკება სად შეიძლება შედგეს, ამის თაობაზე მოლაპარაკებებში  მონაწილეებმა განაცხადეს, უმრავლესობის წარმომადგენლები მყავს მხედველობაში. ეს საარჩევნო კანონმდებლობაა. საარჩევნო კანონმდებლობაა დიდი ხმის განმავლობაში იხილავდა უმრავლესობა. სამწუხაროდ იმ ბოიკოტის რეჟიმში, რასაც საბოტაჟი ჰქვია. თუ კი ამ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციას ექნება კონსტრუქციული პოზიცია, ეს მხოლოდ მისასალმებელია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი