გია ვოლსკი – ბიძინა ივანიშვილი, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკის მიღმა კიდევ ბევრს გააკეთებს

ავტორი: ნანა წულაია

ჩვენს ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის შემწეობა ყოველთვის დასჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, „ქართული ოცნების“ ყრილობის დაწყებამდე განაცხადა.

გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ პარტიის ყრილობის შემდეგ სხდომა შედგება და პოლიტსაბჭო სამდივნოს შემადგენლობაზე იმსჯელებს.

„პოლიტსაბჭოს სტრუქტურას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით არის წინასწარი ცნობები, რომ ოთხი კაცი იქნება სამდივნოში. მას შემდეგ, რაც საბჭო ჩამოყალიბდება, შედგება სხდომა და უკვე საბჭო უფლებამოსილია, იმსჯელოს სამდივნოს შემადგენლობაზე. არ მინდა, ტრადიცია დავარღვიოთ და შევინარჩუნოთ ეს პრივილეგია თავმჯდომარისთვის, რომელიც გააკეთებს განცხადებას.

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო ფაქტორი, არის ფაქტორი და ყოველთვის იქნება, თუმცა პოლიტიკის მიღმა, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს გააკეთებს. მისი განცხადებები ზოგმა შიშით მიიღო, ზოგმა ბოროტებით აღსავსე კომენტარები გააკეთა, თუმცა ჩვენს ქვეყანას ყოველთვის დასჭირდება მისი შემწეობა. რაც შეეხება პოლიტიკიდან მის დისტანცირებას, ეს ნამდვილია და არაფერი არ არსებობს ისეთი, რაც დაიმალება. მე არამგონია, რომ გუნდი მოისაკლისებს ძლიერ, პროფესიონალ, ინტელექტუალ და ამ ქვეყნისთვის თავდადებულ პერსონებსაც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი