გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას“ ახალი ლიდერი ჰყავს. პარტიის თავმჯდომარე 59 წლის არმინ ლაშეტი გახდა.
მას ხმა 521 წევრმა მისცა, 466 კი საწინააღმდეგო შედეგი დააფიქსირა. ლაშეტი 2017 წლის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერი იყო და ანგელა მერკელის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად მოიაზრება.
თუკი “ქრისტიან-დემოკრატები” სექტემბერში დაგეგმილ ფედერალურ არჩევნებში გაიმარჯვებენ, გერმანიის კანცლერი სწორედ არმინ ლაშეტი გახდება.