გერმანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 27 დეკემბერს დაიწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“ფედერალური რეგიონები ახალი კორონავირუსის, SARS-CoV-2 საწინააღმდეგო ვაქცინაციას 27 დეკემბერს დაიწყებენ.” – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტ იენს შპანსა და გერმანიის 16 რეგიონის ჯანდაცვის მინისტრებს შორის გამართული კონფერენციის შედეგად ვიგებთ.
გერმანია, როგორც ევროკავშირის ქვეყანა “ევროპის მედიკამენტების სააგენტოს” ნებართვის გაცემას ელოდება, რომელიც Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას 23 დეკემბერს დაამტკიცებს.
ცნობისთვის, გერმანიაში ვირუსის დაწყებიდან დღემდე სულ 1,404,487 დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა და 24,441 პაციენტი გარდაიცვალა