გერმანიაში კორონავირუსის 17 270 ახალი შემთხვევა და 487 გარდაცვლილია

ავტორი: კატო მალანია

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 17 270 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 084 743-მდე გაიზარდა, – შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 487 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 17 123-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, გერმანიაში ე.წ. „მსუბუქი ლოქდაუნი“ ნოემბრის დასაწყისში დაწესდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში დაიკეტა ბარები და რესტორნები, თუმცა სკოლები და მაღაზიები ჯერჯერობით ღია რჩება. რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ქვეყნის რეგიონების ლიდერები შეზღუდვების მინიმუმ 20 დეკემბრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი