გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

გერმანიაში კორონავირუსის 22,806 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,006,394-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

გასული 24 საათის განმავლობაში, ვირუსს 426 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში 15,586-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელებული სულ 676,100 პაციენტია.

გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი