„გელათში ფრესკების დაზიანების მასშტაბი გამოძიებამ უნდა დაადგინოს” – მეუფე იოანე

ავტორი: ნანა წულაია

გელათში დაზიანება არის, რასაკვირველია, მაგრამ ეს არ იყო კატასტროფა“ – ამის შესახებ ქუთაისი-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა განაცხადა.

მეუფე იოანეს თქმით, ფრესკების დაზიანების მასშტაბი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„მთელი ზაფხული დავდიოდი გელათში, რაიმე კლიმატური ცვლილება ტაძარში არ შეიმჩნეოდა, დანადგარით არავის გაუზომავს. ზაფხულის შემდეგ, იქ ჩამოსული წვიმა არავის უნახავს. დროებითი გადახურვა ჩატარდა, სრული პროექტი მზადდება გადახურვის, სპეციალისტები მუშაობენ ამაზე. დღეისათვის დაცულია, თუმცა ეს არის დროებითი გადახურვა. ზამთარში ვერ გადახსნიან სახურავს. დაზიანება არის რასაკვირველია, გაზაფხულზე გაჟონა წვიმამ, ეს დაფიქსირდა სამხრეთ დასავლეთის კუთხეში, მაგრამ ეს არ იყო კატასტროფა და ჩამორეცხვას, რასაც ეძახიან. ადამიანებს ფრესკა ჰგონიათ მარტო კედელზე დახატული, ფრესკა ნედლი კირი როცაა, მაშინ იხატება და საღებავით იჟღინთება კირი და ის ასე ადვილად ვერ წაიშლება, მაგრამ ცხადია, ზიანდება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თავის დროზე, როცა ტარდებოდა გადახურვითი სამუშაოები, აქ მეუფე არ ვიყავი. ვიცი, რომ მეუფე (კალისტრატე) წინააღმდეგი იყო ამგვარი გადახურვის და ითხოვდა ქვით ან სპილენძით გადახურვას, როგორცაა ბაგრატზე. სავალდებულოა, გამოძიება დაიწყოს, რადგან ძეგლი ჩემი კი არა საქართველოსია, ჩვენი წინაპრების და მომავლისაა, ეს ყველას პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა მეუფე იოანემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი