გედევან ფოფხაძე : ვუდასტურებ საჯაროდ პატივისცემას ნიკა მელიასა და ხატია დეკანოიძეს

ავტორი: თიკო ნოდია

“ვუდასტურებ საჯაროდ პატივისცემას ნიკა მელიასა და ხატია დეკანოიძეს, რომელთა ქმედებებიც ამ ბოლო დროს სახელმწიფოებრივად და მორალურად სწორად იყო”, – ეს განცხადება პარტია „სოლიდარობის ალიანსის“ ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ გააკეთა.

„მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს შევიდნენ პარლამენტში, ისინი ავიდნენ სისხლის სამართლის დანაშაულის შესრულების პროცესში. ისინი დღეს არიან უზურპატორი დაჯგუფება, რომლებმაც უკანონოდ აიღეს ხელისუფლება. საჯარო დაპირებას ვიძლევი, რომ ვიდრე ივანიშვილის ხელისუფლება არ შეიძლება, მანამდე ოპოზიციონერზე, რომელიც მართლა იბრძვის ნეგატიურს არაფერს იტყვის. ძალიან ბევრ საკითხში განსხვავებული აზრი მაქვს „ნაცებთანაც“, „ლელოსთანაც“, „გირჩთანაც“ და ა. შ. ამიტომ ვუდასტურებ საჯაროდ პატივისცემას ნიკა მელიასა და ხატია დეკანოიძეს, რომელთა ქმედებებიც ამ ბოლო დროს სახელმწიფოებრივად და მორალურად სწორად იყო. მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ, ფორმალურ მხარეს ბოლომდე იცავენ, თავისი ხალხის ერთგულებას აფიქსირებენ, მათი პარტიულობა საერთოდ არ მაინტერესებს. მიმაჩნია, რომ ეს ის ხალხია, ვისთან ერთადაც საქართველოს მომავლისთვის ბრძოლა შეიძლება“, – განაცხადა მან.

დღეს “პირველი რესპუბლიკის პარკში”, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან ,,ლელომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტები გააფორმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი